"მინდოდა, "მილანში" კონტრაქტის ბოლომდე დავრჩენილიყავი, მაგრამ შევიტყვე, რომ ლეონარდო და გალიანი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
თუმცა "მილანის" ფანებმა ინიციატივა გამოიჩინეს და ბერლუსკონი აიძულეს, ჩემთან ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, რომლის მიხედვითაც კლუბის განკარგულებაში 2016 წლამდე ვიქნებოდი.
ახალი კონტრაქტით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ისევ ყველაფერი შეიცვალა. კვლავ პსჟ-ის ვარიანტი გამოჩნდა. ვიცოდი, რომ "მილანს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა და გუნდში დარჩენა გამიჭირდებოდა.
თავის დროზე იტალიელებმა 10 მილიონად მიყიდეს, ახლა კი