შეხვედრა "ბლაუგრანამ" მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში მოიგო.
"ეს საოცარი მატჩი იყო. განსაკუთრებით ის ატმოსფერო მომეწონა, რომლის შექმნაც გულშემატკივრებმა მოახერხეს.
დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჭეშმარიტად დიდ მეტოქესთან თანაბრად მეტოქეობა შეგვიძლია.
სხვათა შორის, ეს მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ერთად მეტ მატჩებს ჩავატარებთ, შევთამაშდებით", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გამართული მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, იბრაჰიმოვიჩმა თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა.