ჟერარ ულიე: პსჟ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მარტშივე მოიგებს

AutoSharing Option
ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე, რომელიც ახლა "რედ ბულ ზალცბურგის" სტრუქტურაში მუშაობს, მიიჩნევს, რომ "პარი სენ ჟერმენი" ახალ სეზონში ჩემპიონის ტიტულს ვადამდე მოიპოვებს.

"პარიზელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რაც დიდწილად ცენტრალური მცველების დამსახურებაა. ალექსი, ტიაგო სილვა და სახო - შესანიშნავი დაცვაა, ნახევარდაცვაში ტიაგო მოტაა, წინ კი იბრაჰიმოვიჩი.

შთამბეჭდავია, არა? ამას გარდა, ანჩელოტი ფრანგულ ფეხბურთს უკვე შეეჩვია და მეორე სეზონში მისგან წარმატებას ელიან. ვფიქრობ, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს მარტშივე მოიგებს", - თქვა ულიემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული