ლუკას მოურამ არჩევანი პსჟ-ის სასარგებლოდ გააკეთა

AutoSharing Option
ლუკას მოურა მზად არის, უარი თქვას "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადებაზე და კარიერა პსჟ-ში განაგრძოს.

მანკუნიანელთა თავკაცს 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია არასოდეს დაუმალავს.

მეტიც, შოტლანდიელმა უარი თქვა ნორვეგიაში გამგზავრებაზე, სადაც მის გუნდს ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა.

მიზეზი იყო ის, რომ იმ დღეებში ლუკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "წითელი ეშმაკები" ტრანსფერის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ...

არსებობს საფეხბურთო კლუბი პსჟ, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს ყიდულობს, რომელსაც თვალს დაადგამს. პარიზელებმა ბრაზილიელს ისეთი პირობები შესთავაზეს, რომლის დაკმაყოფილებაზე "იუნაიტედმა" კატეგორიული უარი თქვა.

მოურას აგენტი ამჟამად სწორედ
საფრანგეთის დედაქალაქს სტუმრობს და როგორც თავად აცხადებს, "ლურჯ-წითლებთან" შეთანხმებას ბევრი აღარაფერი აკლია. ჟურნალისტები ოლიმპიადაზე მყოფ ლუკასს დაუკავშირდნენ.

აი, რა თქვა მან: "ლეონარდოსა და ტიაგო სილვას ველაპარაკე. მათ ძალიან ბევრი კარგი რამ მითხრეს პსჟ-ზე და იმ გრანდიოზულ პროექტზე, რაც ამ კლუბში კეთდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული