ზლატან იბრაჰიმოვიჩი: თანაგუნდელებს ჯერ ვერ შევეწყე

AutoSharing Option
პსჟ-ის ახალწვეულმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ლორიანთან" (2:2) შინ ნათამაშები ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ თანაგუნდელებს ჯერ კარგად ვერ შეეწყო.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-მა მარცხისგან იბრაჰიმოვიჩის დუბლმა იხსნა.

"ეს უბრალოდ ჩემი პირველი მატჩი იყო ახალ გუნდში. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ჩვენი თამაში ვიპოვოთ", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

მომზადებულია L'equipe-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული