კარლო ანჩელოტიმ სასტარტო შემადგენლობაში სამი დებიუტანტი გაამწესა - იბრაჰიმოვიჩი, ლავესი და ვერატი.
გუნდებმა დაპირისპირება მაღალ ტემპში დაიწყეს. ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. მაქსველმა გამჭოლი გადაცემა მარცხენა ფლანგიდან საკუთარ კარში ჩაჭრა.
მასპინძლებმა პრესინგის საშუალებით სცადეს უპირატესობის ხელში ჩაგდება, მაგრამ დიდ სამუშაოს ასრულებდნენ კრისტიან გურკუფის ბიჭებიც და შესაბამისად, "ლურჯ-წითლებს" ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
მეტიც, კონტრშეტევების წყალობით, სტუმრებს მეტოქე ტერორში ჰყავდათ. ტრაორემ ცარიელ კარში გაიტანა კიდეც, მაგრამ არბიტრმა სამართლიანი თამაშგარე
ტაიმის მიწურულს ჟერემი ალიადიემ კონტრშეტევაზე გაიტანა და თანაც, გზად მეტოქე მცველებს დასცინა - როგორც პატარა ბავშვებს, ისე აუარა გვერდი.
65-ე წუთამდე ბრეტონელთა დაცვა უშეცდომოდ მოქმედებდა, თუმცა იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ ბოლოს მაინც ვერას გახდა.
31 წლის ფეხბურთელმა ფიზიკურ ორთაბრძოლაში დაჩაგრა ლორიანელი მცველი და ახლო მანძილიდან გაიტანა. ბოლო წუთებზე კი ბლეზ მატუიდის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ისევ შვედმა ვარსკვლავმა გაიტანა.
საფრანგეთი. ლიგა 1. I ტური
მონპელიე-ტულუზი 1:1
გოლები: 1:0 კამარა (34), 1:1 იედერი (72)
ევიანი-ბორდო 2:3
გოლები: 0:1 ობრანიაკი (11), 0:2 გუფრანი (15), 1:2 ვასი (18), 1:3 სავიე (53), 2:3 ხელიფა (90)
ნანსი-ბრესტი 1:0
გოლი: 1:0 მოლო (90)
ნიცა-აიაჩო 0:1
გოლი: 0:1 ედუარდო (11)
პსჟ-ლორიანი 2:2
გოლები: 0:1 მაქსველი (5-ს.კ-ში), 0:2 ალიადიე (45), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (65), 2:2 იბრაჰიმოვიჩი (90-პენ)
რენი-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 გურკუფი (16)
სტ. ეტიენი-ლილი 1:2
გოლები: 0:1 შეჯუ (58), 1:1 ამუმა (74), 1:2 პედრეტი (90)
სოშო-ბასტია 2:3
გოლები: 1:0 პრივა (13), 1:1 მოდესტე (59), 1:2 მაულიდა (74), 1:3 მაულიდა (83), 2:3 დუბაი (89)
ტრუა-ვალანსიენი 0:1
გოლი: 0:1 რინკონი (34-ს.კ-ში)
რეიმსი-მარსელი 0-1
გოლები: 0:1 შეირუ (77)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"