ლეონარდო: პსჟ ორ-სამ წელიწადში ევროპულ გრანდად იქცევა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" სპორტული დირექტორი ლეონარდო მიიჩნევს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია.

"დიახ, მესი და რონა
ლდო ბევრ გოლს იტანენ და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა სწრაფ შეტევებსა და დამასრულებელ ფაზაში საუკეთესო ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

მას ფიზიკური შესაძლ
ებლობები ყველა მცველთან ბრძოლის საშუალებას აძლევს, ის ხომ თითქმის 100 კილოგრამია, სიმაღლით კი 196 სანტიმეტრი. ზლატანი ასევე ძლიერ დარტყმას და ფილიგრანულ ტექნიკას ფლობს.

როდესაც ტიაგო სილვა და იბრაჰიმოვიჩი შევიძინეთ, ყველას გვიკვირდა, რომ ამის გაკეთება მოვახერხეთ. ორი-სამი წლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის გრანდად ვიქცევით.

ახლა საფრანგეთის
ჩემპიონატის საწყის მატჩებზე არ ვღელავ. მიუხედავად ამისა, სათამაშო ფორმა მალე უნდა გავაუმჯობესოთ"
, - განაცხადა ლეონარდომ.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული