ზინედინ ზიდანი: ქარიმ ბენზემა ჯერ ფორმის პიკზე არ იმყოფება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ქარიმ ბენზემა ახლო მომავალში საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს.

"ბენზემა ჯერ ფორმის პიკზე არ იმყოფება, თუმცა მალე ეს დროც მოვა. ყველამ კარგად იცის, რომ ქარიმი ბრწყინვალე ფეხბურთელია.

დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში ის საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს, როგორც "რეალში", ისე საფრანგეთის ნაკრებში.

ჩემი აზრით, საფრანგეთმა ფინეთის ნაკრებთან შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. მთავარ მწვრთნელს დრო სჭირდება, რომ ოპტიმალური შემადგენლობა იპოვოს", - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში ფინეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული