"ბენზემა ჯერ ფორმის პიკზე არ იმყოფება, თუმცა მალე ეს დროც მოვა. ყველამ კარგად იცის, რომ ქარიმი ბრწყინვალე ფეხბურთელია.
დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში ის საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს, როგორც "რეალში", ისე საფრანგეთის ნაკრებში.
ჩემი აზრით, საფრანგეთმა ფინეთის ნაკრებთან შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა. მთავარ მწვრთნელს დრო სჭირდება, რომ ოპტიმალური შემადგენლობა იპოვოს", - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში ფინეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.