პარიზელებმა პასტორესა და იბრაჰომოვიჩის გოლებით, 2:0 მოიგეს, "მონპელიემ" კი მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო - 1:3.
15 სექტემბერს "ლილი" სტუმრად "ტრუას" ეთამაშება. ექს-ჩემპიონს არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა და ამ შეხვედრაში სამი ქულა აუცილებლად უნდა აიღოს.
რუდი გარსიას დისკვალიფიკაციის გამო სალომონ კალუ დააკლდება, თუმცა მწვრთნელმა შესაძლოა სხვა ლიდერებიც დაასვენოს, ვინაიდან "ლილს" ოთხშაბათს "ბატესთან"
ჩემპიონატის ლიდერები კვირას ითამაშებენ. სეზონის აღმოჩენა "ლორიანს" კიდევ ერთი რთული მატჩი ელის - ამჯერად სტუმრად "რენთან". იმის გათვალისწინებით, რომ კრისტიან გურკუფის შეგირდებმა პირველ ტურში პარიზში ითამაშეს ფრედ, ხოლო მეორეში ჩემპიონი "მონპელიე" დაამარცხეს, მასპინძლებს ამ შეხვედრაში ფავორიტებად ვერ მივიჩნევთ.
სტუმრებს ერთი სერიოზული დანაკლისი აქვთ: ტრავმირებულია დაცვის ლიდერი ბრუნო ეკულე მანგა. "რენმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ფრედერიკ ანტონეტის შეგირდებს 4 მატჩში 3 წაგება აქვთ და ამ გუნდისთვის მიუღებელ, მე-17 პოზიციაზე არიან.
"ლიონი" "აიაჩოს" უმასპინძლებს და რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. გუნდის შემტევები შესანიშნავ ფორმაში არიან. ბაფეტემბი გომისმა და მიშელ ბასტოსმა პირველ 4 ტურში 3-3 გოლი გაიტანეს. "ოლიმპიკის" მთავარ მწვრთნელ რემი გარდს ერთადერთი დანაკლისი აქვს, ტრავმირებულია იოან გურკუფი.
"აიაჩოს" დამარცხება არ იქნება იოლი. კორსიკელები ჯერჯერობით კარგად ასპარეზობენ და რომ არა სეზონის წინ დაკლებული 2 ქულა, ახლა მე-7 აგილზე იქნებოდნენ. ალექს დიუპონის გუნდში შესაძლოა ვიხილოთ ადრიან მუტუ, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "აიაჩოში".
ერთპიროვნული ლიდერი მარსელის "ოლიმპიკი" მეხუთე ტურს "ნანსისთან" შეხვედრით დახურავს.
იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომელიც "მარსელს" ჰქონდა, ამ გუნდისგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა. საოცარ ფორმაშია ანდრე-პიერ ჟინიაკი, რომელიც შარშანდელი სეზონის შემდეგ უკვე ყველას ჩამოწერილი ჰყავდა.
სტუმრებს ამ შეხვედრაში ტრავმირებული სულეიმან დიავარა და დისკვალიფიცირებული მორგან ამალფიტანო არ ეყოლებათ.
დანაკლისი აქვთ მასპინძლებსაც: წინა ტურში გაძევების გამო "ნანსის" ანდრე ლუისი ვერ დაეხმარება. "მარსელს" "ნანსისთან" სტუმრად ბოლო 4 მატჩი აქვს მოგებული და ელი ბოპის შეგირდები, რა თქმა უნდა, ამჯერადაც მხოლოდ 3 ქულას გეგმავენ.
ინტერესს იწვევს ასევე "სენტ ეტიენის" და "სოშოს" მატჩი. საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ("სენტ ეტიენი" - 10-გზის ჩემპიონი), იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ლიგა 1-ში ყველაზე მეტი სეზონი აქვს ჩატარებული ("სოშო" - 65 სეზონი).
"პეჟოელები" წინა სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩნენ და როგორც ჩანს, წელსაც გაუჭირდებათ, მითუმეტეს, რომ გუნდიდან ლიდერები - დამიენ პერკუი, მოდიბო მაიგა და მარვენ მარტენი წავიდნენ.
"მწვანეებმა" კი ჩემპიონატი ზედიზედ ორი წაგებით დაიწყეს, რასაც ასევე ორი მოგება მოაყოლეს. კარგ ფორმაშია წინა სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი პიერ-ემერიკ ობამეიანი, რომელიც ამ ტურშიც კრისტოფ გალტიეს მთავარი იმედი იქნება.
საფრანგეთი. ლიგა 1. V ტური
14 სექტემბერი
პსჟ-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 პასტორე (38), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (69)
რეიმსი-მონპელიე 3:1
გოლები: 1:0 დიეგო (38), 1:1 კაბელა (56), 2:1 გლომბარი (71), 3:1 კურტე (86)
15 სექტემბერი
ტრუა-ლილი 19:00
სტ. ეტიენი-სოშო 22:00
ევიანი-ბასტია 22:00
ნიცა-ბრესტი 22:00
ვალანსიენი-ბორდო 22:00
16 სექტემბერი
რენი-ლორიანი 16:00
ლიონი-აიაჩო 19:00
ნანსი-მარსელი 23:00
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 4 4 0 0 7-1 12
2. ლიონი 4 3 1 0 9-4 10
3. პსჟ 5 2 3 0 7-3 9
4. ლორიანი 4 2 2 0 9-5 8
5. ბორდო 4 2 2 0 5-3 8
6. ტულუზი 5 2 2 1 5-5 8
7. ვალანსიენი 4 2 1 1 6-3 7
8. რეიმსი 5 2 1 2 6-5 7
9. სტ. ეტიენი 4 2 0 2 9-4 6
10. ბასტია 4 2 0 2 7-9 6
11. ბრესტი 4 2 0 2 2-3 6
12. ლილი 4 1 2 1 6-6 5
13. აიაჩო 4 2 1 1 3-3 5
14. მონპელიე 5 1 1 3 6-8 4
15. ნანსი 4 1 1 2 2-5 4
16. ნიცა 4 0 3 1 3-4 3
17. რენი 4 1 0 3 4-7 3
18. ევიანი 4 0 1 3 3-7 1
19. ტრუა 4 0 1 3 4-9 1
20. სოშო 4 0 0 4 3-9 0
შენიშვნა: აიაჩოს -2 ქულა
ბომბარდირები:
5 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 3 - ობამეიანი (სტ. ეტიენი), ბენ იედერი (ტულუზი), მ. ბასტოსი (ლიონი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი).
ტატო ბაციკაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"