ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ყველაზე მეტი ფაბიო კაპელოსგან და ჟოზე მოურინიოსგან ვისწავლე

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ორი სპეციალისტი გამოარჩია, რომლებმაც მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს.

შვედმა ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო და მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაიხსენა.

"ყველაზე მეტი კაპელოსგან "იუვენტუსში" და მოურინიოსგან მილანის "ინტერში" ვისწავლე. კაპელოსგან დისციპლინა და სათანადო აზროვნება ავითვისე, მოურინიო კი მწვრთნელების ახალ თაობას და ახალ მეთოდებს წარმოადგენს.

კაპელო კი ძველი სკოლის წარმომადგენელია. ეს არის ბეჯითი შრომა და რკინის დისციპლინა", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული