შვედმა ფეხბურთელმა რუსეთის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო და მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაიხსენა.
"ყველაზე მეტი კაპელოსგან "იუვენტუსში" და მოურინიოსგან მილანის "ინტერში" ვისწავლე. კაპელოსგან დისციპლინა და სათანადო აზროვნება ავითვისე, მოურინიო კი მწვრთნელების ახალ თაობას და ახალ მეთოდებს წარმოადგენს.
კაპელო კი ძველი სკოლის წარმომადგენელია. ეს არის ბეჯითი შრომა და რკინის დისციპლინა", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.