იბრა პარიზში დამშვიდდა

AutoSharing Option
“გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს საფრანგეთში შეეხმიანა და საინტერესო თემებზე ჩამოუგდო სიტყვა. იბრას მოკლე კომენტარები უნდა გაეკეთებინა და ვფიქრობთ, მისი მოსაზრებების გაცნობა თქვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს...

საფრანგეთი
თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობ, ვიდრე იტალიაში, ესპანეთში ან თუნდაც ჰოლანდიაში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთში ხალხი მხოლოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ჩემი ნაკლებად აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, პარიზში გაცილებით უფრო თავისუფლად დავდივარ ქუჩაში, ვიდრე მილანსა და ბარსელონაში. დღეს ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

პსჟ
ახალ გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და არც მოტივაციასთან დაკავშირებით მაქვს
პრობლემები. პსჟ საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდია და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მათი მოთხოვნა ყველა ტურნირზე გამარჯვებაა და მიზნადაც ეს გვაქვს დასახული.

ბევრს ჰგონია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს უპრობლემოდ მოვიგებთ და ჩვენი მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლა უნდა იყოს - ასე ნამდვილად არაა საქმე და გასულმა სეზონმა ეს კარგად დაგვანახვა... საფრანგეთის ჩემპიონატში გამარჯვება არც ისე იოლი საქმეა; შესაძლოა, კიდევ უფრო ძნელი, ვიდრე ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის.

მილანი
“მილანი” ჩემი მეორე სახლია და იქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით დავბრუნდები. იმედი მაქვს, გუნდი მალე დააღწევს თავს მცირე ჩავარდნას და ჩვეულად ათამაშდება. გუნდს ამის რესურსი შესწევს და მჯერა, მასიმილიანო ალეგრი გამოსავალს მალე იპოვის.

საუკეთესო პარტნიორი
ფილიპო ინძაგი, რომელიც თითქოს ფეხბურთელსაც არ ჰგავდა, მაგრამ თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებდა. როდესაც პიპო მეტოქის საჯარიმოში შედიოდა, გოლის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. მას “მკვლელის” ინსტინქტი ჰქონდა და საგოლე ალღო არასდროს ღალატობდა. ინძაგი უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

საუკეთესო მწვრთნელი
ფაბიო კაპელო და ჟოზე მოურინიო. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა იტალიელი უფრო ძველი ყაიდის მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, პორტუგალიელი კი თანამედროვე ტენდენციების კანონმდებელია. კაპელო მხოლოდ ერთ რამეს მთხოვდა: გამეტანა გოლები, მოურინიო კი მოედნის ყველა მონაკვეთზე ბრძოლას ითხოვს. ვფიქრობ, ჟოზე და ფაბიო ყველასგან გამორჩეული მწვრთნელები არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული