"იოლი მატჩები არ არსებობს. მოედანზე უნდა გამოხვიდე და ყოველ ჯერზე საუკეთესო თამაში აჩვენო.
თამაში გავიადვილეთ, ყველაფერს უმაღლეს დონეზე ვაკეთებდით. ასეთმა მიდგომამ თამაშის მოგების საშუალება მოგვცა. გუნდი თითოეულ დაპირისპირებაში უკეთ და უკეთ თამაშობს", - განაცხადა პარიზელთა შვედმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "ბასტიასთან" გამარჯვებამ დედაქალაქურ გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ანაცვლების საშუალება მისცა.
მომზადებულია Canal+ მიხედვით