"იბრა უდიდესი ფეხბურთელია. ის პრაქტიკულად ყველა მომენტის რეალიზებას ახდენს. მას ორი შანსი ჰქონდა და ორი გოლი გაიტანა. მიხარია, რომ ამ დონის ფეხბურთელი ჩვენს გუნდში თამაშობს.
ზლატანის გარდა "ბასტიასთან" მატჩში ჟერემი მენეზს გამოვარჩევდი, რომელიც ყოველ მატჩში უმატებს. ცუდად არ უთამაშია ნენესაც.
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. თითოეული დადებითიუ შედეგი ხომ საკუთარი ძალების რწმენას გვმატებს", - განაცხადა ანჩელოტიმ.