ჟან პიერ პაპენი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი მარკო ვან ბასტენს მახსენებს

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ჟან პიერ პაპენი მიიჩნევს, რომ პსჟ-ის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატში 30 გოლზე მეტის გატანას მოახერხებს.

"რა თქმა უნდა, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, რამდენ გოლს გაიტანს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ის ხომ ყველა მატჩში ვერ ითამაშებს და ვერც ტრავმებს აირიდებს.

მაგრამ მას ბრწყინვალე თანაგუნდელები ჰყავს და ვფიქრობ, რომ ზლატანი 30 გოლის გატანას შეძლებს.

ჩემს თავს იბრაჰიმოვიჩს არ შევადარებდი.

მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მაოცებს მისი პლასტიკურობის და ფიზიკური ძალის შერწყმულობა. ამ მხრივ, იბრა ვან ბასტენს მახსენებს", - განაცხადა პაპენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული