საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტურის წინ: მთავარი მატჩი "სტად ჟერლანზე" გაიმართება

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-7 ტური, ტრადიციულად 28 სექტემბერს, ძალიან საინტერესო მატჩით დაიწყო: "რენმა" "ლილს" უმასპინძლა და ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა.

ტურის სხვა საინტერესო მატჩებს რაც შეეხება: 29 სექტემბერს გასამართი შეხვედრები საკმაოდ მოსაწყენია, ერთადერთი გამონაკლისი, რა თქმა უნდა, "პარი სენ ჟერმენი"-"სოშოს" მატჩია, ვინაიდან პარიზული გუნდი ახლა უკვე ყველას აინტერესებს.

"სოშოს" კარგი პერიოდი უდგას, გუნდმა ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, მიჯრით ორი მატჩი მოიგო, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ სტუმრებს ამ სერიის გაგრძელება ძალიან გაუჭირდებათ.

ამ გუნდების ბოლო მატჩი ასევე "პარკ დე პრენსზე" გაიმართა
და ის შეხვედრა პარიზულმა გუნდმა 6:1 მოიგო.

"სოშოს" შარშანაც არ ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ წინა სეზონის შემდეგ კლუბი აშკარად დასუსტდა - "პეჟოელები" ხომ მარვენ მარტენმა, მოდიბო მაიგამ და დამიან პერკუიმ დატოვეს.

"პარის სენ-ჟერმენი" პირიქით გაძლიერდა, ასე რომ გასაგებია, თუ ვინ არის აღნიშნულ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტი.

პარიზელებს დისკვალიფიცირებული შანტომი და ტრავმირებული ლავეცი არ ეყოლებათ.

კვირას კი ორი ძალიან საინტერესო მატჩია დაგეგმილი: "ვალანსიენი"-"მარსელი" და "ლიონი"-"ბორდო".

"ვალანსიენი"-"მარსელი" საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე სკანდალური მატჩი "რიმეიქია". შეგახსენებთ, რომ სწორედ "ვალანსიენთან" გარიგების გამო ჩამოართვეს "ოლიმპიკს" 1993 წელს ჩემპიონის ტიტული, მეორე დივიზიონში გაისტუმრეს, კლუბის პრეზიდენტი ბერნარ ტაპი კი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

თუ "მარსელი" მოიგებს, 7 ოქტომბერს "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართ კლასიკოს 100-პროცენტიანი შედეგით შეხვდება.

"სტად ჟერლანზე" კი ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი შეხვდება. "ლიონი" მეორე ადგილზეა და აუცილებლად უნდა მოიგოს, თუ არ სურს, რომ "პსჟ"-მ გადაასწროს, ხოლო ფრანსის ჟიოს "ბორდო" მეექვსე ადგილზეა და ზედიზედ 4 მატჩი ფრედ აქვს დასრულებული.

მასპინძლებს, ტრავმის გამო, კვლავ ვერ დაეხმარება "ბორდოს" ყოფილი ლიდერი იოან გურკუფი.

"პარი სენ-ჟერმენთან", "მარსელთან", "ლიონთან" და "ბორდოსთან" ერთად, დაუმარცხებელი კიდევ ერთი გუნდია - სეზონის მთავარი აღმოჩენა, იოანი მამის, კრისტიან გურკუფის "ლორიანი" სტუმრად "ევიანს" ეთამაშება და შარშან განცდილი ორი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება.

საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტური
28 სექტემბერი
რენი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 ფერე (64), 2:0 ალესანდრინი (75)

29 სექტემბერი

პსჟ-სოშო 19:30
აიაჩო-ბრესტი 22:00
ნანსი-მონპელიე 22:00
ტრუა-ტულუზი 22:00
ევიანი-ლორიანი 22:00
ნიცა-ბასტია 22:00

30 სექტემბერი
ვალანსიენი-მარსელი 16:00
სტ. ეტიენი-რეიმსი 19:00
ლიონი-ბორდო 23:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 6 6 0 0 9-1 18
2. ლიონი 6 4 2 0 12-5 14
3. პსჟ 6 3 3 0 10-3 12
4. ლორიანი 6 3 3 0 12-7 12
5. რეიმსი 6 3 1 2 8-5 10
6. ბორდო 6 2 4 0 7-5 10
7. ტულუზი 6 2 3 1 7-7 9
8. ბრესტი 6 3 0 3 7-11 9
9. ვალანსიენი 6 2 2 2 7-5 8
10. სენტ ეტიენი 6 2 1 3 10-6 7
11. ნიცა 6 1 4 1 8-7 7
12. რენი 7 2 1 4 8-11 7
13. ლილი 7 1 4 2 8-10 7
14. აიაჩო 6 2 2 2 5-7 6
15. სოშო 6 2 0 4 7-10 6
16. ბასტია 6 2 0 4 7-16 6
17. მონპელიე 6 1 2 3 7-9 6
18. ევიანი 6 1 1 4 6-8 4
19. ნანსი 6 1 1 4 2-8 4
20. ტრუა 6 0 2 4 6-13 2

შენიშვნა: აიაჩოს -2 ქულა

ბომბარდირები: 7 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 4 - ა. ტრაორე (ლორიანი), ობამეიანი (სტ. ეტიენი), ბენ იედერი (ტულუზი); 3 - ბარბოსა (ევიანი), მ. ბასტოი (ლიონი), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი), დუბაი (სოშო), პიტროიპა (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული