"ცუდად არ ვთამაშობდით და მიმაჩნია, რომ ფრე სამართლიანი შედეგია. "მარსელმა" მატჩი ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ ჩვენ პასუხის გაცემა შევძელით.
მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი მეტოქის მეორე გოლი იყო. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლის შემდეგ მატჩის სადავეები რომ შეგვენარჩუნებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ზლატანი სტანდარტული სიტუაციებისას კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შანსები გამეიროს და პასტორესაც ჰქონდათ.
ვფიქრობ, იბრაჰიმოვიჩის ძლიერ მხარეებს კარგად ვიყენებთ. მას გააქვს და ეს შესანიშნავია. ამბობენ, რომ ის დაიღალა? შესაძლოა, მაგრამ თუნდაც 80 პროცენტით იყოს მზად,
"მარსელი" ძლიერი და გამოცდილი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის "ლიონიც" იბრძოლებს. "ლილსაც" კარგი გუნდი ჰყავს. ჩვენ კი ჯერჯერობით მხოლოდ მეორენი ვართ", - განაცხადა ანჩელოტიმ.