ოლივიე ჟირუ: საფრანგეთის ნაკრებში ნომერ პირველი ფორვარდი ქარიმ ბენზემაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მიიჩნევს, რომ ის იაპონიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებში ძირითადის ფორვარდი არ იქნება.

"საფრანგეთის ნაკრებში ფორვარდებს შორის პირველი კვლავ ქარიმ ბენზემა რჩება. ჩვენს მწვრთნელს აქვს შესაძლებლობა, რომ ორივე დაგვაყენოს ძირითადში. დეშამს ეს ადრეც გაუკეთებია და კარგი იქნება, რომ გავიმეოროთ აღნიშნული პრაქტიკა.

სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, ჯერ ესპანეთთან გვეთამაშა და მერე იაპონიასთან.

თუმცა იაპონიასთან შეხვედრაში ყველა ფეხბურთელს ექნება შანსი, მწვრთნელის ნდობა დაიმსახუროს", - თქვა ჟირუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული