ზინედინ ზიდანს მწვრთნელობა უნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო საქმის შესწავლა სურს და სამომავლოდ არც საფრანგეთის ნაკრების თავკაცობაზე იტყოდა უარს.

"პირველი კატეგორიის მწვრთნელის დიპლომი უნდა მოვიპოვო, შემდეგ კი პროფესიონალი მწვრთნელის სრულფასოვან დიპლომზეც შეიძლება ფიქრი.

რა თქმა უნდა, ოდესმე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობასაც ვისურვებდი. ახლა ეს მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ მათ საჭირო დროს გასამეორებლად მზად ვიქნები", - განაცხადა ზიდანმა.

მომზადებულია Lequipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული