ერიკ კანტონა: ზინედინ ზიდანი ერთ მშვენიერ დღეს საფრანგეთის ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი ერიკ კანტონა დარწმუნებულია, რომ ზინედინ ზიდანი მომავალში საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და ასევე განაცხადა, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნას მოისურვებდა.

ამასთან ერთად, კანტონამ აღნიშნა, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩი არ უნახავს, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ჩემთვის ნათელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზიდანი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.

ზიდანმა ფეხბურთი იცის და კარგად ესმის. ნაკრების მატჩი არ მაინტერესებს, სულ ახლახან ვისადილე იტალიურ რესტორანში", - თქვა
კანტონამ.

მომზადებულია RMCsport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული