საფრანგეთი. ლიგა 1. X ტური: ქარმა პსჟ ერთპიროვნულად გაალიდერა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის X ტურის ორი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. შაბათს, 27 ოქტომბერს "სოშოს" და "ევიანის" მატჩი თოვლის გამო არ გაიმართა, ხოლო კვირას მარსელში ძლიერი ქარი იყო, რის გამოც მატჩის ჩატარება შეუძლებელი გახდა.

"ოლიმპიკების" უქმობით "ტულუზმა" ისარგებლა და დროებით მეორე ადგილზე გადავიდა. ალენ კაზანოვას შეგირდები "ბრესტს" მასპინძლობდნენ და გუნდის ლიდერის, ვისამ ბენ იედერის გოლით 30-ე წუთზე დაწინაურდნენ.

პირველივე ტაიმში ეტიენ კაპუმ მეორე გოლიც გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ლესუამიემ სხვაობა შეამცირა, მასპინძლები თავს დამაჯერებლად იცავდნენ, შეხვედრის ბოლო წამებზე კი
ადრიენ რეგატენის
გოლით 3:1 მოიგეს.

პარასკევს, 26 ოქტომბერს მორიგი მატჩი მოიგო "სენტ ეტიენმა" და დაუმარცხებელი სერია 5-მატჩამდე გაზარდა. "მწვანეებმა" პიერ-ემერიკ ობამეიანის და რენო კოადის გოლებით 2:0 მოიგეს, "რენს" კი ბოლო წუთზე მევლუთ ერდინჩი გაუძევეს და ახლა თურქი ფეხბურთელი საკუთარ გუნდს მომავალ ტურში დააკლდება.

მომავალ ტურში "სენტ ეტიენს" პარიზში სტუმრობა ელის და წაუგებელი სერიაც შეიძლება იქ დაასრულოს.

"პარი სენ ჟერმენმა" გასვლაზე "ნანსის" მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა. მასპინძლები 5 ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ, მაგრამ ფავორიტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით წააგეს.

გოლი, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს უკვე მე-10 გოლი იყო.

საოცარი მატჩი გაიმართა ლორიანში, სადაც სტუმრად კორსიკული "აიაჩო" ჩავიდა და უკვე პირველივე წუთზე შაკირ ბელგაზუანის გოლით დაწინაურდა. მე-11 წუთზე კი მასპინძლებს მეორე გოლი ადრიან მუტუმ გაუტანა, რომლისთვისაც ეს ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი იყო.

ორივე შემთხვევაში საგოლე პასი ედუარდომ შეასრულა (ხორვატ ედუარდოში არ აგერიოთ), რომელმაც მე-40 და 45-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ანგარიში 1:4 გახადა.

თითქოს "ლორიანს" არანაირი შანსი აღარ ჰქონდა, მაგრამ ცვლილებაზე გამოსულმა ლუდოვიკ ჟიულიმ მასპინძლების შეტევებს სიმწვავე შემატა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო - 46-ე და 79-ე წუთებზე ჟერემი ალიადიერმა ორი გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლო წამებზე, ალიადიერის მსგავსად, კიდევ ერთმა ყოფილმა "არსენალელმა" ჟილ სუნუმ ანგარიში გაათანაბრა.

საფრანგეთი. ლიგა 1. X ტური
სტ. ეტიენი-რენი 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანი (21), 2:0 კოადი (49).

ლილი-ვალანსიენი 2:1
გოლები: 1:0 ბონგი (2-საკ. კარში), 2:0 პაიე (41), 2:1 ა. ლე ტალეკი (71).

ნანსი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (75).

მონპელიე-ნიცა 3:1
გოლები: 1:0 ს. კამარა (53), 2:0 უტაკა (64), 3:0 სიველი (87-საკ. კარში), 3:1 ცვიტანიჩი (90-პენ).

რეიმსი-ტრუა 1:1
გოლები: 1:0 მანდი (29), 1:1 კამიუ (63).

ტულუზი-ბრესტი 3:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (30), 2:0 კაპუ (40), 2:1 ლესუამიე (76), 3:1 რეგატენი (90).

ლორიანი-აიაჩო 4:4
გოლები: 0:1 ბელგაზუანი (1), 0:2 მუტუ (11), 1:2 ლაუტოა (33), 1:3 ედუარდო (40), 1:4 ედუარდო (45), 2:4 ალიადიერი (46), 2:3 ალიადიერი (79), 4:4 სუნუ (90).

ბასტია-ბორდო 3:1
გოლები: 1:0 ტოვენი (6), 2:0 ტოვენი (17), 2:1 გუფრანი (30), 3:1 ხაზრი (56).

მარსელი-ლიონი (გადაიდო)
სოშო-ევიანი (გადაიდო)

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 პსჟ
10 6 4 0 16-5 22
2 ტულუზი
10 5 4 1 18-10 19
3 მარსელი
9 6 1 2 12-8 19
4 ლიონი
9 5 3 1 14-8 18
5 სენტ ეტიენი
10 4 3 3 17-7 15
6 ვალანსიენი
10 4 3 3 20-11 15
7 რეიმსი
10 4 3 3 12-8 15
8 ბორდო 10 3 6 1 12-10 15
9 ლორიანი
10 3 6 1 19-19 15
10 ლილი
10 3 5 2 13-12 14
11 ბასტია
10 4 2 4 15-21 14
12 რენი
10 4 1 5 12-14 13
13 მონპელიე
10 3 2 5 15-15 11
14 აიაჩო
10 3 4 3 10-13 11
15 ბრესტი
10 3 1 6 9-17 10
16 ნიცა
10 1 6 3 13-16 9
17 ევიანი
9 2 2 5 10-15 8
18 სოშო
9 2 1 6 8-14 7
19 ტრუა
10 1 3 6 10-19 6
20 ნანსი
10 1 2 7 3-16 5
* აიაჩო -2 ქულა

ბომბარდირები:
10 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 7- ბენ იედერი (ტულუზი); 6 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 5 - ალიადიერი (ლორიანი), ს. კამარა (მონპელიე), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი), ხელიფა (ევიანი), ა. ლე ტალეკი (ვალანსიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საფრანგეთი. ლიგა 1. X ტური: ქარმა პსჟ ერთპიროვნულად გაალიდერა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული