ლიგის თასი. 1/8-ფინალი: ფრანგული კლასიკო პარიზელებმა მოიგეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგის თასის დარჩენილი 4 მერვედფინალიდან მხოლოდ სამი გაიმართა, კორსიკაზე დაგეგმილი "ბასტია"-"ოსერი" უამინდობის გამო გადაიდო.

ყველაზე დიდ ინტერესს, რა თქმა უნდა, ფრანგული ფეხბურთის კლასიკა, პსჟ-"მარსელი" იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ლიგის თასის ეგიდით იმართებოდა, გუნდებმა თითქმის იდეალური შემადგენლობით ითამაშეს.

შეხვედრის ბედი 27-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც როდ ფანიმ საკუთარ საჯარიმოში იუხეშა. არბიტრმა სტუმართა კარში არამარტო პენალტი დანიშნა, არამედ ფანის წითელი ბარათიც უჩვენა. 11-მეტრიანი ზუსტად ტიაგო სილვამ დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა.

"მარსელმა", მიუხედავად კაცნაკლულობისა, გაბრძოლება სცადა, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში ჟერემი მენეზის
გოლმა სტუმრებს ყველანაირი ენთუზიაზმი გაუქრო და პარიზელებმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანეს.

გათამაშებას გამოეთიშა ერთ-ერთი ფავორიტი "ლიონი", რომელიც სტუმრად "ნიცასთან" "ბლიცკრიგში" დამარცხდა.

1/4-ფინალის წყვილები უკვე ცნობილია. 27 ნოემბერს ერთმანეთს შეხვდებიან: "მონპელიე"-"ნიცა", "ბასტია"/"ოსერი"-"ლილი", "სენტ ეტიენი"-პსჟ, "რენი"-"ტრუა".

ლიგის თასი. 1/8-ფინალი
ნიცა-ლიონი 3:1
გოლები: 1:0 ეისერიკი (6-პენ), 1:1 გომისი (7), 2:1 მ. ტრაორე (9), 3:1 სიველი (15).

მონპელიე-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ტინანი (61).

პსჟ-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 ტიაგო სილვა (29-პენ), 2:0 მენეზი (50).

ბასტია-ოსერი გადაიდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული