ორივე გუნდმა შუა კვირაში ლიგის თასზე ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია - პსჟ-მ შინ "მარსელს" მოუგო, ხოლო "მწვანეებმა" სტუმრად "სოშო" დაამარცხეს და ახლა ეს გუნდები ერთმანეთს ლიგის თასის 1/4 ფინალში, "ჟოფრუა-გიშარზე" შეხვდებიან.
"სენტ ეტიენმა", "პარი სენ ჟერმენი" ბოლოს 2008 წელს დაამარცხა, როდესაც მუჰამადუ დაბოს გოლით 1:0 მოიგო - იქიდან მოყოლებული გუნდებმა 7 მატჩი გამართეს, აქედან 5 პსჟ-მ
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს პარიზში სულ 31 მატჩი აქვთ ჩატარებული და "სენტ ეტიენმა" მხოლოდ ორი თამაშის მოგება მოახერხა - პირველად 1971/72 წლების სეზონში, რაც მათი პირველი დაპირისპირება იყო ლიგა 1-ში და მეორედ 2006/07 წლების სეზონში. ასე რომ, "მწვანეებს" პარიზში თამაში ისტორიულად უჭირთ.
კარლო ანჩელოტის კვლავ არ ეყოლება ესეკილ ლავეცი, რომელიც ტრავმას იშუშებს. ასევე ლაზარეთში არიან: ტიაგო მოტა, კევინ გამეირო და ნენე.
კრისტოფ გალტიეს გუნდმა ჩემპიონატი საკმაოდ კარგად დაიწყო და ამჟამად 15 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. "სენტ ეტიენს" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მის დასრულებას არც პარიზში აპირებს.
გუნდის ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა, პიერ-ემერიკ ობამეიანმა "სოშოსთან" ლიგის თასის თამაში, ბოლო ტურში, "რენის" ფეხბურთელ, ჟან-არმელ კანა-ბიიკთან შეჯახების გამო გამოტოვა. ლიგის თასის შეხვედრაში კი, დაზიანება ჟან-პასკალ მინიომ მიიღო.
შაბათს, ამ უკანასკნელის თამაში გამორიცხულია, ობამეიანი კი ალბათ ძირითადში იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ (4-3-2-1): სირიგუ - ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი - მატუიდი, ვერატი, სისოკო - მენეზი, პასტორე - იბრაჰიმოვიჩი.
სენტ ეტიენი (4-3-2-1): რუფიე - კლერი, პერენი, ბაიალი, ბრისონი - კლემანი, გილავოგი, კოადი - ამუმა, ობამეიანი - ბრანდაო.
* * *
არანაკლებ საინტერესო მატჩი ბორდოში უნდა გაიმართოს, სადაც "ჟირონდელებთან" სტუმრად მეორე ადგილზე მყოფი "ტულუზი" ჩადის.
ფრანსის ჟიოს გუნდი, წინა ტურში "ბასტიასთან" დამარცხდა, რაც "ბორდოსთვის" ამ სეზონში პირველი მარცხი იყო. "ტულუზი" კი შესანიშნავად გამოიყურება და "სენტ ეტიენის" მსგავსად, ამ გუნდსაც 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
შუა კვირაში ამ გუნდებმაც ითამაშეს და ორივე დამარცხდა. "ბორდომ" სტუმრად "მონპელიესთან" წააგო, ალენ კაზანოვას გუნდი კი "ლილთან", დამატებით დროში დამარცხდა.
მასპინძლებს სერიოზული დანაკლისი არ აქვთ და მე-11 ტურის შეხვედრისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადებიან, სტუმრებს კი რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლებათ, კერძოდ: სტივი იაგო "ლილთან" გაძევების გამო არის დიკსვალიფიცირებული, ხოლო ემანუელ რივიერი და ჯონათან ზებინა ტრავმირებულნი არიან, თუმცა მათი თამაშის შანსი მაინც არის.
* * *
ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი "მარსელი" კორსიკას ეწვევა და "აიაჩოს" დაუპირისპირდება.
"ოლიმპიკს" სტუმრად "აიაჩოსთან" ბოლო 3 მატჩი აქვს წაგებული და უკანასკნელად კუნძულზე 2003 წელს მოიგო. ელი ბოპს მხოლოდ როდ ფანი არ ეყოლება, რომელმაც პსჟ-სთან, ლიგის თასზე, წითელი ბარათი მიიღო.
* * *
ამ ტურში მეორე "ოლიმპიკიც" კორსიკულ გუნდს ხვდება, ოღონდ "მარსელისგან" განსხვავებით, "ლიონი" "ბასტიას" შინ ეთამაშება და აშკარა ფავორიტიც არის.
ამ სიტყვების დასტურად სტატისტიკაც გამოდგება - "ბასტიამ", "სტად ჟერლანზე" ბოლოს 1997 წელს მოიგო...
საფრანგეთი. ლიგა 1. XI ტური
3 ნოემბერი
პსჟ-სტ. ეტიენი 20:00
ტრუა-მონპელიე 23:00
ევიანი-ლილი 23:00
ნიცა-ნანსი 23:00
რენი-რეიმსი 23:00
ვალანსიენი-სოშო 23:00
4 ნოემბერი
აიაჩო-მარსელი 17:00
ლიონი-ბასტია 20:00
ბორდო-ტულუზი 00:00
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | პსჟ |
10 | 6 | 4 | 0 | 16-5 | 22 |
2 | ტულუზი |
10 | 5 | 4 | 1 | 18-10 | 19 |
3 | მარსელი |
9 | 6 | 1 | 2 | 12-8 | 19 |
4 | ლიონი |
9 | 5 | 3 | 1 | 14-8 | 18 |
5 | სენტ ეტიენი |
10 | 4 | 3 | 3 | 17-7 | 15 |
6 | ვალანსიენი |
10 | 4 | 3 | 3 | 20-11 | 15 |
7 | რეიმსი |
10 | 4 | 3 | 3 | 12-8 | 15 |
8 | ბორდო | 10 | 3 | 6 | 1 | 12-10 | 15 |
9 | ლორიანი |
10 | 3 | 6 | 1 | 19-19 | 15 |
10 | ლილი |
10 | 3 | 5 | 2 | 13-12 | 14 |
11 | ბასტია |
10 | 4 | 2 | 4 | 15-21 | 14 |
12 | რენი |
10 | 4 | 1 | 5 | 12-14 | 13 |
13 | მონპელიე |
10 | 3 | 2 | 5 | 15-15 | 11 |
14 | აიაჩო |
10 | 3 | 4 | 3 | 10-13 | 11 |
15 | ბრესტი |
10 | 3 | 1 | 6 | 9-17 | 10 |
16 | ნიცა |
10 | 1 | 6 | 3 | 13-16 | 9 |
17 | ევიანი |
9 | 2 | 2 | 5 | 10-15 | 8 |
18 | სოშო |
9 | 2 | 1 | 6 | 8-14 | 7 |
19 | ტრუა |
10 | 1 | 3 | 6 | 10-19 | 6 |
20 | ნანსი |
10 | 1 | 2 | 7 | 3-16 | 5 |
ბომბარდირები:
10 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 7- ბენ იედერი (ტულუზი); 6 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 5 - ალიადიერი (ლორიანი), ს. კამარა (მონპელიე), ჟინიაკი (მარსელი), გომისი (ლიონი), ხელიფა (ევიანი), ა. ლე ტალეკი (ვალანსიენი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგის თასი. 1/8-ფინალი: ფრანგული კლასიკო პარიზელებმა მოიგეს
საფრანგეთი. ლიგა 1. X ტური: ქარმა პსჟ ერთპიროვნულად გაალიდერა