პატრის ევრა: საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოპოვება მინდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე წარმატების მიღწევა სურს.

"2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრებმა სერიოზულად მოუმატა, როგორც თამაშის მხრივ, ისე შედეგებშიც, მაგრამ საფრანგეთს უფრო რთული გზა ჰქონდა.

ჩემს ნაკრებთან ერთად ტიტულის მოპოვება მსურს. თუ არაფერი გამომივა, მაშინ ამას ინდივიდუალურ ჩავარდნად ჩავთვლი.

როცა მთავარი მწვრთნელი ლორან ბლან
ი იყო, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. დეშამთან კი საქმეები უფრო კარგად მიდის. მან მითხრა: "თუ კარგად ითამაშებ, ძირითადის ფეხბურთელი იქნები", - აღნიშნა ევრამ.

მომზადებულია La Gazzetta
dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული