"2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრებმა სერიოზულად მოუმატა, როგორც თამაშის მხრივ, ისე შედეგებშიც, მაგრამ საფრანგეთს უფრო რთული გზა ჰქონდა.
ჩემს ნაკრებთან ერთად ტიტულის მოპოვება მსურს. თუ არაფერი გამომივა, მაშინ ამას ინდივიდუალურ ჩავარდნად ჩავთვლი.
როცა მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი იყო, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. დეშამთან კი საქმეები უფრო კარგად მიდის. მან მითხრა: "თუ კარგად ითამაშებ, ძირითადის ფეხბურთელი იქნები", - აღნიშნა ევრამ.
მომზადებულია La Gazzetta