ტიაგო სილვა საუკეთესო ბრაზილიელია ევროპაში

AutoSharing Option
პრესტიჟული პრემია - "ოქროს სამბა" პარიზული "პარი სენ-ჟერმენის" 28 წლის მცველმა, ტიაგო სილვამ დაიმსახურა.

ეს ჯილდო ევროპაში მოთამაშე წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს გადაეცემა. გულშემატკივართა გამოკითხვაში სილვამ ხმების 17,7% მიიღო და სულ ოდნავ გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ "ჩელსის" გარემარბ რამირესს, რომელმაც ხმების 17,4% მიიღო. მესამე ადგილზე გავიდა "შახტარის" ბრაზილიელი ლეგიონერი ვილიანი - 10.2%.

საინტერესო იქნება ათეულის მთლიანად გაცნობაც: 4. ფელიპე მელო (გალათასარაი) - 6,7%; 5. დავიდ ლუისი (ჩელსი) - 6,7%; 6. მარსელო (რეალი) - 5%; 7. ფერნანდინიო (შახტარი) - 4,6%; 8.
ჰალკი
(ზენიტი) - 4%; 9. ერნანესი (ლაციო) - 3,7%; 10. რაფაელი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 3,5%

სხვათა შორის, ამ პრიზის შარშანდელი მფლობელიც ტიაგო სილვაა. გამოკითხვის მეთოდი ასეთია - მონაწილეობას ჟურნალისტები, ბრაზილიის ნაკრების 11 ყოფილი წევრი და გულშემატკივრები (წლეულს 140 ათასი ხმა) იღებენ, მაგრამ მათი ხმები არაპროპორციულია, თორემ ჟურნალისტთა რჩეული ფელიპე მელო იყო.

ტიაგო სილვას მორიგ ტიტულს თებერვალში, პარიზში გადასცემენ.

ასევე იხილეთ:
ტიაგო სილვა: "პორტუ" ფავორიტია
ტიაგო სილვა: ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ვთამაშობ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული