იბრა უარყოფს: ცხოვრებაში არ მითქვამს ცუდი მესიზე და რონალდოზე

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს მიმართ უდიერი გამონათქვამები მას, უბრალოდ, მიაწერეს.

"მე მხოლოდ პოზიტიური მახსენდება რონალდოს და მესის მიმართ. არასოდეს მიმიცია ისეთი ინტერვიუ, სადაც ეს ორი ფეხბურთელი ნეგატიურად მომიხსენიებია. ორივეს დიდ პატივს ვცემ და ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ, ასეთი რამ რომ დამაბრალეს. ძალიან შევწუხდი ჰედლაინებზე მონადირე ჟურნალისტების თავხედობის გამო. მე პატივს ვცემ ფეხბურთს, ჩემს გუნდს, ჩემს თანაგუნდელებს, მეტოქეებს. ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც", - განუცხადა 31 წლის ფორვარდმა "პარი სენ-ჟერმენის" ოფიციალურ
საიტს.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ბალოტელი ერთადერთია, ვისაც პრემიერლიგაში რამის შეცვლა შეუძლია
ზლატანერი - ახალი სიტყვა შვედურ ენაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული