“სენტ ეტიენი” ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული გუნდია, მაგრამ ამ კლუბის ქომაგთა თაობები გაიზარდა ისე, რომ საყვარელი გუნდი ფინალში არ უნახავთ. 1982 წლის საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც “სენტ ეტიენმა” “პარი სენ ჟერმენთან” პენალტების სერიაში წააგო, ეს გუნდი პირველად გავიდა ფინალში. ასევე, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის 10-გზის ჩემპიონი “სტად დე
კრისტოფ გალტიეს შეგირდებმა მიმდინარე ლიგის თასზე პენალტების სერიაში მესამედ იმარჯვეს. “მწვანეებმა” 1/16-ფინალში “ლორიანს” მოუგეს, ხოლო 1/4-ფინალში პსჟ-ს სძლიეს. “ლილთან” კი მარცხთან ახლოს იყვნენ - ფლორიან ბალმონს პენალტი რომ გაეტანა, ფინალში “ლილი” გავიდოდა, მაგრამ ვეტერანს ფეხი დაუცდა და ბურთი სტეფან რუფიეს კარის ძელს მოხვდა. ამის შემდეგ სერია პირველ აცილებამდე გაგრძელდა და ნერვებმა იდრისა გეიეს უმტყუნეს, რომელმაც ბურთი კარს ააცილა და “სენტ ეტიენმა” “სტად დე ფრანსზე” თამაშის უფლება მიიღო.
შეხვედრას რაც შეეხება, როგორც ვთქვით, მატჩი “სენტ ეტიენის” უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლებმა უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ შესანიშნავად ირჯებოდა სტივ ელანა, რომელმაც საკუთარი გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა, ხოლო როდესაც ისიც უძლური იყო, “მწვანეები” ხელსაყრელ მომენტებს თავად აფუჭებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩა ბრანდაო, რომელმაც ორივე ტაიმში თითო საოცარი მომენტი გაუშვა ხელიდან.
“ლილმა” მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი საგოლე მომენტი შექმნა: 87-ე წუთზე ყოფილმა “სენტეტიენელმა” დიმიტრი პაიემ ფლორიან ბალმონის პასის შემდეგ ბურთი მასპინძელთა კარის ძელს გაარტყა.
მიუხედავად იმისა, რომ “ძაღლებს” აშკარად არ გაუმართლათ და რომ არა ბალმონის ფეხის დაცდენა, ფინალში ისინი გავიდოდნენ, “სენტ ეტიენმა” 120 წუთის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით ფინალის საგზური ალალად დაიმსახურა.
სენტ ეტიენი-ლილი 0:0 პენ. 7:6
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე – კლერი, ბაიალი, პერენი, ბრისონი – კლემანი, ლემუანი (83. მაი), გილავოგი – ობამეიანი, მოლო, ბრანდაო (55. კოადი).
ლილი (4-3-1-2): ელანა – ბერია, ბაშა, შეჯუ, დინიე – პედრეტი (65. გეიე), ბალმონი, მავუბა – მარტენი (112. ჯ. ბრუნო) – პაიე, რუ (83. როდლენი).
პენალტების სერია: 1:0 კოადი, 1:1 შეჯუ, 1:1 მოლო (ააცილა), 1:2 ბაშა, 2:2 პერენი, 2:3 ჯ. ბრუნო, 3:3 მაი, 3:4 როდლენი, 4:4 ობამეიანი, 4:4 ბალმონი (ძელი), 5:4 გილავოგი, 5:5 მავუბა, 6:5 კლემანი, 6:6 ბერია, 7:6 კლერი, 7:6 გეიე (ააცილა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XX ტური: შეწყვეტილი სერიები და მორიგი მოულოდნელობა პარიზში