სად გადავა დევიდ ბექჰემი? ფავორიტი მოულოდნელად "მონაკო" გახდა

AutoSharing Option
შესაძლოა, "ლოს ანჯელეს გალაქსის" ყოფილი ნახევარმცველი, ინგლისელი დევიდ ბექჰემი "მონაკოში" გადავიდეს.

ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებს ბუკმეკერულ კანტორა "სქაი ბეტში" მოულოდნელად დაფიქსირებული შემოტევა ამ ფსონზე. სულ რაღაც ნახევარ საათში ამ ფსონზე კანტორა 20/1-ზე ნაცვლად 4/5-ზე იღებდა ბილეთებს. "სქაი ბეტს" ვერ აუხსნია კლიენტთა საეჭვო გააქტიურების მიზეზი.

"არ ვიცით, რა ხდება. ალბათ, ვიღაცამ ჩვენზე მეტი იცის", - ამბობს "სქაი ბეტის" წარმომადგენელი კრის სპაისერი.

"მონაკოს" თავკაცი კლაუდიო რანიერი ადრე ამბობდა, რომ არ გამორიცხავდა კლუბში 37 წლის დევიდ ბექჰემის მისვლას. ინგლისელის გადასვლას ასევე ვარაუდობენ იტალიურ
"მილანში" და ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში".

ასევე იხილეთ:
37 წლის დევიდ ბექჰემი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს!
დევიდ ბექჰემი ჯერ კიდევ მოდაშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული