ურუგვაის ნაკრების კაპიტანი დიეგო ლუგანო პსჟ-დან "მალაგაში" გადავიდა

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების კაპიტანი დიეგო ლუგანო "პარი სენ-ჟერმენიდან" "მალაგაში" გადაბარგდა.

32 წლის ცენტრალური მცველის კარიერა პარიზულ კლუბში, სადაც 2011 წელს "ფენერბაჰჩედან" გადავიდა, არ აეწყო. ამ სეზონში კარლო ანჩელოტიმ ერთხელაც არ ათამაშა სამხრეთამერიკელი.

ფრანგულ და ესპანურ კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. ლუგანო სეზონის ბოლომდე ანდალუსიაში ითამაშებს, "მალაგას" მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს.

22 იანვრის საღამოს ლუგანო მალაგაში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც ხელს მოაწერს.

დიეგო ლუგანომ ურუგვაის ნაკრებში 72 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ლუგანო პარიზელებს დარჩათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული