"ამ გუნდს უკვე ჰყავს ძალიან ძლიერი მწვრთნელი. ის თავის სპორტულ დირექტორთან ერთად წარმატებებს აღწევს და ამჟამად ამ კლუბს მწვრთნელი არ სჭირდება", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში, სპორტული დირექტორი კი ლეონარდოა.