ჟოზე მოურინიო: პსჟ-ს იმისთანა კარგი მწვრთნელი ჰყავს, მე რაღაში ვჭირდები?

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მომავალი სეზონიდან ფრანგული "პარი სენ ჟერმენი" გაწვრთნას.

"ამ გუნდს უკვე ჰყავს ძალიან ძლიერი მწვრთნელი. ის თავის სპორტულ დირექტორთან ერთად წარმატებებს აღწევს და ამჟამად ამ კლუბს მწვრთნელი არ სჭირდება", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს ესპანური პრესა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში, სპორტული დირექტორი კი ლეონარდოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული