მთავარი:
84 – "ლიონის" ფორვარდმა ლიგა 1-ში 84-ე გოლი შაბათს, "ვალანსიენთან" გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ლიგა 1-ში თამაშობს და გომისზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ლუდოვიკ ჟიული გახლავთ, რომელიც "ლორიანის" ღირსებას იცავს. ჟიულის ანგარიშზე 85 გოლია. ასე რომ, გომისს საპატიო მიღწევამდე, პრაქტიკულად, არაფერი დარჩა. 27 წლის ფორვარდმა ამ სეზონში უკვე 12 გოლი გაიტანა და ზედიზედ მეშვიდე სეზონში შეძლო 10 ან მეტი ბურთის
გუნდური მიღწევები:
1 – "ნანსიმ" 20-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სასტარტო ტურის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის აუტსაიდერმა საკუთარ მოედანზე "ლორიანს" 2:1 მოუგო, მაგრამ ბოლო ადგილს მაინც ვერ გასცდა.
3 – მესამე გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში "ტრუამ", რომელმაც შინ "ბრესტს" მოუგო. წინა ორი შემთხვევის მსგავსად, "ტრუამ" ამჯერადაც საკუთარ მოედანზე იმარჯვა, თანაც, კვლავ ერთბურთიანი უპირატესობით (2:1). აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 შეხვედრაში გუნდმა 7 ქულა დააგროვა და უკანასკნელი ხუთი ტურის მიხედვით შედგენილ ვირტუალურ ცხრილში მე-11 ადგილზეა, თუმცა რეალურად ჟან ფურლანის გუნდი მე-19 ადგილზეა და მე-17 პოზიციაზე მყოფ "ევიანს" 5 ქულით ჩამორჩება.
8 – "მონპელიემ" ამ ტურში "სოშოს" მოუგო და მასთან დაუმარცხებელი სერია 8 შეხვედრამდე გაზარდა. ამ 8 მატჩიდან "მონპელიემ" 7 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან კი ოთხივეში იმარჯვა.
ინდივიდუალური მიღწევები:
3 – ჯორდან აიუმ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონატში განელის ანგარიშზე 7 გოლია. არადა, წინა სამი სეზონის განმავლობაში უმცროსმა აიუმ ჯამში სულ 6 გოლი გაიტანა.
83% - ანრი საივემ სეზონში მე-6 გოლი გაიტანა და "ბორდოს" "ნიცასთან" გამარჯვება მოუტანა. ამ 6 გოლიდან ხუთი, ანუ გატანილი გოლების 83 პროცენტი, საივემ სტუმრად გაიტანა. "ბორდოდან" 8 გოლის გამტანი იოან გუფრანის (ნიუკასლში) წასვლის შემდეგ საივე კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
3 – სებასტიან პუიგრენიემ "ნანსი"-"ლორიანის" შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო, ამ სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. 31 წლის ცენტრალურ მცველს კარიერაში 18 გოლი დაუგროვდა და ის ამ შედეგით მოქმედ მცველებს შორის პირველ ადგილზეა. 17-17 გოლი რენატო სიველის (ნიცა) და სილვენ არმანს (პსჟ) აქვთ გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXII ტური: ასეთებიც ხდება, "ნანსიმ" მოიგო