ბასტოსი და ბრიანი მიდიან

AutoSharing Option
"ლიონს" ორი შემტევი ფეხბურთელი ტოვებს: მიშელ ბასტოსი "შალკეში" გადადის, ჯიმი ბრიანი კი ლიგა 2-ის ლიდერ "მონაკოს" შეუერთდება.

"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა იმედოვნებს, რომ ბასტოსს 7-8 მილიონად გაყიდის, თუმცა არც იჯარაზე იტყვის უარს. საუბარია 1,5-წლიან იჯარაზე, რომლის საფასურიც 2 მილიონი ევრო იქნება. 29 წლის ფეხბურთელმა ამ პერიოდში ხელფასის სახით 15 მილიონი ევრო უნდა აიღოს. ასე რომ, "ლიონი" იჯარის შემთხვევაშიც, საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავს. წელს ბასტოსმა, რომელსაც სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა, ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

"ოლიმპიკს" ტოვებს
ჯიმი ბრიანიც, რომელიც "მონაკოში" გადადის. საუბარი აქაც იჯარაზეა, ოღონდ მხოლოდ 6-თვიანზე, რის შემდეგაც "მონაკო" 27 წლის ფორვარდს გამოისყიდის. "რენის" ყოფილი ფეხბურთელი ამ სეზონში ვერ ბრწყინავს: ბრიანმა სულ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXII ტური: ასეთებიც ხდება, "ნანსიმ" მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული