31 იანვარს, 18:00 საათზე (ადგილობრივი დროით) პარიზში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც პუბლიკას პსჟ-ის ახალ შენაძენს წარუდგენენ; თუ - ვის, ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ ფრანგულ მედიას ეჭვიც არ ეპარება - საუბარი დევიდ ბექჰემზეა.
პრესკონფერენციას კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰალაფი და სპორტული დირექტორი ლეონარდო გაუძღვებიან.
შეგახსენებთ, რომ ფორმის აღდგენის მიზნით, დევიდი ბოლო დღეებია, "არსენალში" ვარჯიშობს. ის თავისუფალი აგენტია.
ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი ლონდონის "არსენალში" ვარჯიშობს!