დევიდ ბექჰემი კარიერას "პარი სენ-ჟერმენში" გააგრძელებს

AutoSharing Option
უახლოეს საათებში 37 წლის დევიდ ბექჰემი "პარი სენ-ჟერმენის" ისედაც ვარსკვლავურ შემადგენლობას შეავსებს.

31 იანვარს, 18:00 საათზე (ადგილობრივი დროით) პარიზში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც პუბლიკას პსჟ-ის ახალ შენაძენს წარუდგენენ; თუ - ვის, ოფიციალურად არ ადასტურებენ, მაგრამ ფრანგულ მედიას ეჭვიც არ ეპარება - საუბარი დევიდ ბექჰემზეა.

პრესკონფერენციას კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰალაფი და სპორტული დირექტორი ლეონარდო გაუძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ ფორმის აღდგენის მიზნით, დევიდი ბოლო დღეებია, "არსენალში" ვარჯიშობს. ის თავისუფალი აგენტია.

ასევე იხილეთ:
დევიდ ბექჰემი ლონდონის "არსენალში" ვარჯიშობს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოოოოლ!!! მაგრა გაასწორა !!! ბექჰემი ასაკის მიუხედაავდ ძაან მაგარ ფორმაშია ისევ. იბრა და ბექჰემი ერთად სასწაული იქნება !!!
lasha
16:56 31-01-2013
0

სიახლეები პოპულარული