19 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხი დაიშავა და ამით საფრანგეთის ნაკრებს გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს პარიზში, დიდიე დეშამის გუნდი გერმანიის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება. გამოძახებულთა შორის "რეალის" მცველიც იყო, მაგრამ მისი თამაში გამოირიცხა.
ვარანი საფრანგეთში ჩავიდა, ეროვნული ნაკრების ექიმებს გაესინჯა და მათაც დაადასტურეს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრავმირებულია.
რაფაელ ვარანმა დიდებულად ითამაშა სათასო კლასიკო, "ბარსელონას" წინააღმდეგ და გოლიც გაიტანა.
ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ნაკრები: დეშამმა ვარანს