[საფრანგეთი-გერმანიის წინ] ფრანკ რიბერი: საფრანგეთის ნაკრებისთვის თამაში ამხანაგური არასდროსაა!

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ მის გუნდს ნებისმიერი მატჩისთვის სერიოზული განწყობა აქვს ხოლმე.

6 თებერვალს ერთმანეთის პირისპირ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებები წარსდგებიან. მატჩი "სენ-დენიზე" გაიმართება.

"ჩვენ მთელი ძალით ვითამაშებთ, რადგან საფრანგეთის ნაკრებისთვის მატჩი ამხანაგური არასდროსაა.

ვაგრძელებთ შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მზადებას, რომელიც მარტში იწყება.

გერმანიის ნაკრებში ბევრია ტრავმირებული ფეხბურთელი, თუმცა ბუნდესთიმი მაინც ყოველთვის ძლიერია. ამის გამო საქმე ნამდვილად არ გაგვიიოლდება",
- აქვეყნებს რიბერის ნათქვამს Soccerway.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის I ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან
ერთად ასპარეზობს და ამ გუნდების დაპირისპირება 22 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
საფრანგეთის ნაკრები: დეშამმა ვარანს უხმო
ფრანკ რიბერი: რომელია ჩემზე უკეთესი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული