კარლო ანჩელოტი: დევიდ ბექჰემს მოცდა მოუწევს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ახალწვეულ დევიდ ბექჰემზე ილაპარაკა.

ანჩელოტის აზრით, 35 წლის ინგლისელს ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რომ ფიზიკურად მზად იყოს საფრანგეთის ჩემპიონატის დატვირთვებისთვის.

8 თებერვალს "პარი სენ-ჟერმენი" "ბასტიას" შეხვდება, მაგრამ ამ თამაშში ინგლისელ ნახევარმცველს ვერ ვიხილავთ.

"12 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსიას" წინააღმდეგ შეიძლება იხილოთ დევიდი, მაგრამ უფრო მგონია, რომ ის მზად "სოშოს" წინააღმდეგ იქნება - 17 თებერვლის მატჩში. ბექჰემი პსჟ-ის ფიზმომზადების ორი მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობს, თუმცა დღეს ლონდონშია პირად საქმეებზე", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ასევე იხილეთ:
ზლატან
იბრაჰიმოვიჩი: დევიდ ბექჰემმა გამარჯვება იცის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული