600 – მატიო ბოდმერმა წლევანდელი სეზონის მე-600 გოლი გაიტანა, მისმა "სენტ ეტიენმა" კი "მონპელიეს" 4:1 მოუგო. "ლილის", "ლიონის" და პსჟ-ის ყოფილ ფეხბურთელს გოლი 2011 წლის 18 სექტემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი, ახალ კლუბში კი თავის გამოჩენა მოედანზე გამოსვლიდან სამ წუთში შეძლო. წლევანდელ სეზონში, 24 ტურის შემდეგ, უკვე 617 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 2.6-ს უდრის. შარშან მაყურებელმა 38 ტურში 956 გოლი იხილა (საშუალოდ 2.5). ასე რომ, თუ ფეხბურთელები ასე გააგრძელებენ, წლევანდელი სეზონი შარშანდელზე შედეგიანი იქნება.
გუნდური მიღწევები:
1 - "რეიმსმა"
1 - "ლილმა" 2005 წლის შემდეგ ლიონში პირველად მოიგო. "ძაღლებმა" "ოლიმპიკი" მაშინაც და ახლაც ერთნაირი ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით რუდი გარსიას გუნდმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა (3 ფრე და 3 წაგება) და გარდა ამისა, 7-მდე გაზარდა იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც "ლილი" "სტად ჟერლანზე" მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს.
2 - "რენმა" სახლში "ტულუზს" 2:0 სძლია. ბრეტონელებმა ბოლო 13 შეხვედრიდან 10-ში მინიმუმ ორი გოლი გაიტანეს. ამ პერიოდში (უკანასკნელ 13 ტურში) ფრედერიკ ანტონეტის გუნდმა 24 გოლი გაიტანა და ამ მხრივ, მხოლოდ "პარი სენ ჟერმენს" (28 გოლი) ჩამორჩება.
ინდივიდუალური მიღწევები:
120 - "ბასტიასთან" შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 მოიგო, მარკო ვერატიმ 120 პასი გააკეთა. აქედან 109 ზუსტი იყო. ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი, მიმდინარე სეზონში, ორივე ამ კატეგორიის ლიდერია.
150 - "რენი"-"ტულუზის" შეხვედრა მევლუთ ერდინჩისთვის ლიგა 1-ში 150-ე გამოდგა. თურქმა, ვისაც აქამდე "სოშოსა" და "პარი სენ ჟერმენში" უთამაშია, საიუბილეო მატჩი გატანილი გოლით აღნიშნა. ერდინჩს "ტულუზის" კარში უკვე 7 ბურთი აქვს გატანილი, ამდენჯერ კი მას არცერთი სხვა კლუბის კარი არ დაულაშქრავს.
1 - "ბრესტთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1), "ვალანსიენის" კაპიტანმა რუდი მატერმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ბოლო გოლი მატერს 2010 წლის 13 თებერვალს ჰქონდა გატანილი. ახლა 32 წლის მცველის ანგარიშზე 5 გოლია (204 შეხვედრაში), აქედან 4 მატერმა საშინაო არენაზე გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXIV ტური: "პარი სენ-ჟერმენი" შეუჩერებელია