"ბაიერნის" ბაზაზე ფრანკ რიბერის უცნობი ფანი შეუვარდა

AutoSharing Option
13 თებერვალს მიუნხენის "ბაიერნის" ბაზაზე ინციდენტი მოხდა, ფრანგ ფრანკ რიბერის გასახდელში უცხო მამაკაცი შეუვარდა.

ბავარიული კლუბის ბაზაზე, "საბენერ შტრასეზე", მავანი ფანი დაცვას რიბერის ახლობლად გაეცნო. ის შეუშვეს, შემდეგ კი შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

"გასახდელში დავბრუნდი და ვხედავ, ჩემს ადგილას ვიღაც უცხო ზის. ვკითხე, ვინ ხარ და რა გინდა-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ჩემთან ლაპარაკი სურდა. ის ძალიან დამწუხრებულად გამოიყურებოდა. მართალია, არ შემშინებია, მაგრამ მცირე შოკი კი მივიღე. არა, ცუდი ბიჭი სულაც არ ჩანდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თან დანა რომ ჰქონოდა"?! - განუცხადა ფეხბურთელმა
"ეკიპს".

რიბერიმ დაცვას განუცხადა, რომ არ იცნობდა ამ ადამიანს და დაუპატიჟებელი სტუმარიც ბაზიდან გაათრიეს. ფანი მათ წინააღმდეგობას უწევდა. შემდეგ დაცვის წევრებმა ისიც გაიხსენეს, რომ 2 კვირის წინათაც ნახეს ეს კაცი, ბაზაზე შეშვებას ითხოვდა. იყო ძაღლთან ერთად მისული და ამბობდა, რომ ძაღლი რიბერისთვის უნდა ეჩუქებინა.

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: რომელია ჩემზე უკეთესი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული