მასპინძლებს კვლავ არ ჰყავდათ დარიო ცვიტანიჩი, მაგრამ არგენტინელის ტრავმის მიუხედავად, გოლი სწრაფად, უკვე მე-11 წუთზე გაიტანეს. შეხვედრა არგენტინული გოლის გარეშე მაინც არ დასრულდა – 85-ე წუთზე ბოტეაკის გადაცემით შეტევაში ჩართულმა რენატო სიველიმ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სიველიმ თავისი მე-4 გოლი გაიტანა და შარშანდელი შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა, 29 წლის არგენტინელი, "ნანსის" საუკეთესო ბომბარდირ (!) სებასტიან პუიგრენიესთან ერთად,
"ნიცამ" ბოლო 16 შეხვედრიდან 11 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო ("ლიონთან" და "ბორდოსთან"). მორიგი გამარჯვების წყალობით, კლოდ პუელის გუნდმა მე-4 პოზიცია შეინარჩუნა. მოიგო ზღვისპირელთა ერთ-ერთმა კონკურენტმა "სენტ ეტიენმაც", რომელიც ბოლო დროს ასევე ძალიან კარგად თამაშობს. "მწვანეებმა" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში იმარჯვეს და 1 ფრედ დაასრულეს.
კრისტოფ გალტიეს შეგირდების მორიგი მსხვერპლი უკვე ნახსენები "ნანსი" გახდა, რომელსაც "სენტ ეტიენმა" დიდი ანგარიშით მოუგო. სტუმრების მხრიდან ერთი გოლი ბრანდაომ გაიტანა, დუბლით თავი კი პიერ-ემერიკ ობამეიანმა გამოიჩინა. გაბონელი შესანიშნავ ფორმაშია – ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა (სულ 6 გოლი), არადა ამ სერიის დაწყებამდე 8-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა.
ობამეიანის არ იყოს, საკმაოდ კარგი ფორმა აკრიფა დიმიტრი პაიემ – ყოფილმა "სენტეტიენელმა" ბოლო 10 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და "ლილის" ბოლოდროინდელი პროგრესი დიდწილად მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა. ამ ტურში 25 წლის ფორვარდმა სწორედ მაშინ გაისროლა, როდესაც მის გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა: "ლილი" ათამაშებულ "აიაჩოს" 1:0-ს კი უგებდა, მაგრამ ლუკას დინიეს გაძევების გამო მოედანზე კაცნაკლული იყო. პაიეს დუბლმა რუდი გარსია დაამშვიდა.
ზედიზედ სამი მოგების შემდეგ "ძაღლები" ცხრილი ქვედა ნაწილიდან ამოვიდნენ და ამჟამად მე-8 პოზიციაზე არიან.
საკმაოდ გაუჭირდა "ლიონს", მაგრამ "ტოტენჰემთან" გადაღლილმა "ოლიმპიკმა", მიუხედავად ანგარიშში ჩამორჩენისა, "ლორიანის" დამარცხება მაინც მოახერხა. სტუმრები ჟერემი ალიადიერმა დააწინაურა, ვინც უკანასკნელ 5 ტურში მე-4 გოლი გაიტანა, მაგრამ ლისანდრო ლოპესმა წონასწორობა საკმაოდ მალე აღადგინა. მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო. 50-ე წუთზე "ლიონი" 20 წლის რაშიდ გეზალიმ დააწინაურა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე ყოფილი გუნდის კარი არნოლდ მვუემბამ დალაშქრა. ორივე ფეხბურთელმა "ოლიმპიკის" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ტურს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. "ბორდომ" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. ჟირონდელებმა წააგეს გუნდთან, რომელსაც ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული. "ბრესტი" ბენუა ტრემულინას ავტოგოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი პენალტით აჰმედ კანტარიმ იხეირა. მაროკოელი ფეხბურთელისთვის ეს გოლი ლიგა 1-ში პირველი იყო, სულ კი მას ბურთი 2009 წლის ნოემბრის შემდეგ არ გაეტანა (ლიგა 2-ის ეგიდით "ბასტია" დაამწუხრა).
ლიგა 1. XXVI ტური
ნიცა-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 ეისერიკი (11-პენ), 2:0 სიველი (85).
გაძევება: ა. მანდი (69. რეიმსი)
რენი-სოშო 2:2
გოლები: 0:1 სიო (21), 1:1 ბოიე (34), 1:2 კორსია (56), 2:2 მაკუნი (88).
აიაჩო-ლილი 1:3
გოლები: 0:1 პულარი (38-საკ. კარში), 0:2 პაიე (67), 0:3 პაიე (74), 1:3 ბელგაზუანი (77).
გაძევება: დინიე (61. ლილი)
ნანსი-სტ. ეტიენი 0:3
გოლები: 0:1 ბრანდაო (17), 0:2 ობამეიანი (40), 0:3 ობამეიანი (89).
გაძევება: ლემუანი (64. სენტ ეტიენი), ზიტე (78. ნანსი).
ტრუა-ბასტია 0:0
ევიანი-მონპელიე 0:1
გოლი: 0:1 ბელჰანდა (80).
ვალანსიენი-ტულუზი 0:0
ლიონი-ლორიანი 3:1
გოლები: 0:1 ალიადიერი (11), 1:1 ლისანდრო ლოპესი (24), 2:1 გეზალი (50), 3:1 მვუემბა (90).
ბორდო-ბრესტი 0:2
გოლები: 0:1 ტრემულინა (19-საკ. კარში), 0:2 კანტარი (83-პენ).
პსჟ-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 ნკულუ (11 ს.კ.), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (91)
Video
პსჟ - მარსელი 2:0
პსჟ - მარსელი 2:0
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა
ბომბარდირები: 22 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 14 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ალიადიერი (ლორიანი); 10 – ალესანდრინი (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), პაიე (ლილი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXVI ტურის წინ: კვირას კლასიკა გველის