დევიდ ბექჰემი: ეს საღამო განსაკუთრებული იყო ჩემთვის

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა "მარსელთან" (2:0) შეხვედრაში პირველად მოირგო პსჟ-ის მაისური.

37 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 76-ე წუთზე ხავიერ პასტორე შეცვალა.

"ეს განსაკუთრებული საღამო იყო ჩემთვის და გუნდისთვის. საუცხოო დახვედრა მომიწყვეს. პსჟ-ის მაისურის ჩაცმა და მოედანზე გასვლა - ეს ყველაფერი განსაკუთრებულია ჩემთვის.

"მარსელთან" მოგებამ კი ჩვენი უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია",
- თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXVI ტური: კლასიკა პარიზელებმა მოიგეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული