400 - შაბათს "მარსელთან" კლასიკოში მოპოვებული გამარჯვება (2:0) სილვენ არმანისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან ეს შეხვედრა 32 წლის მცველისთვის ლიგა 1-ში საიუბილეო, მე-400 იყო. მოქმედ ფეხბურთელებს შორის არმანი მესამე ადგილს იკავებს. მასზე მეტი მატჩი მხოლოდ მიკელ ლანდროს (575) და ანტონი რევეიეს (471) აქვთ ჩატარებული.
გარდა ამისა, ამ შეხვედრაში გოლის არგაშვების შემდეგ პსჟ-ს უკვე 17 "მშრალი მატჩი" დაუგროვდა. მეკარე სალვატორე სირიგუმ 6 რთული ბურთი მოიგერია და 24-ე შეხვედრაში მე-16 "შათაუტი" შეასრულა.
გუნდური მიღწევები:
26 - "რეიმსთან" მოგებული მატჩის შემდეგ (2:0)
7 - "ნანსისთან" გამართული მატჩი (3:0), "სენტ ეტიენისთვის" ზედიზედ მეშვიდე წაუგებელი შეხვედრა იყო (ხუთი მოგება). 2013 წელს "მწვანეებს" საუკეთესო შედეგი აქვთ - 7 ტურში გუნდმა 17 ქულა დააგროვა.
4 - "ბრესტმა" ამ ტურში სტუმრად "ბორდოს" მოუგო (2:0) და სტუმრად უკვე ოთხი მატჩია, არ წაუგია (აქედან სამში იმარჯვა). გარდა ამისა, გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
ინდივიდუალური მიღწევები:
6 - პიერ-ემერიკ ობამეიანმა "ნანსისთან" დუბლი შეასრულა და მას ბოლო ხუთ შეხვედრაში უკვე 6 გოლი დაუგროვდა. გაბონელმა ფორვარდმა გოლი ხუთივე მატჩში გაიტანა, რაც ამ სეზონის ყველაზე გრძელი სერიაა.
400 - "ლორიანთან" თამაში მე-400 იყო ანტონი რევეიესთვის, რომელშიც ის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. მარჯვენა მცველის იუბილე წარმატებული გამოდგა და "ლიონმა" ეს მატჩი 3:1 მოიგო.
18 - "ნიცას" არგენტინელმა მცველმა რენატო სიველიმ ლიგა 1-ში მე-18 გოლი გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელი ბომბარდირ მცველებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა. მას მხოლოდ სებასტიან პუიგრენიე უსწრებს, რომელსაც 19 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის, წელს ორივე მოთამაშის ანგარიშზე 4 გოლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პსჟ-მარსელი: ბექჰემის წარმატებული დებიუტი