ერთი წაგება და ერთი ფრე – ლოგიკურად მესამე შეხვედრაში "სენტ ეტიენს" უნდა მოეგო და ყველაფერი ასეც მოხდა. თავიდან სტუმრები მარკო ბაშას გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე, დაცვის ცენტრში ბაშას პარტნიორმა ორელიენ შეჯუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე ტაიმის დებიუტში კი "მწვანეები" პიერ-ემერიკ
მოგვიანებით (75-ე წუთზე) მასპინძლების უპირატესობა ბრანდაომ გაამყარა. მატჩს ინტრიგა სალომონ კალუმ დაუბრუნა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვერაფერი შეძლეს და თასის 1/4-ფინალში "სენტ ეტიენი" გავიდა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია (ყველა ტურნირზე 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს) და ყველაფერთან ერთად (ლიგის თასის ფინალი, თასის 1/4-ფინალი), ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძვის.
"სოშომ", რომლის კარსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი დიდიე ოვონო იცავდა, შინ "ტრუასთან" წააგო და ტურნირს გამოეთიშა. სტუმრებმა თამაში რამდენიმე ლიდერის (ნივე, კამიუ, იოან ტურამი) გარეშე დაიწყეს, მაგრამ გამარჯვება მაინც მოიპოვეს. "ტრუამ" საფრანგეთის თასის 1/4-ფინალის საგზური 2001 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
მესამე წყვილში ფავორიტი გამოკვეთილი იყო და სენსაცია არ დაფიქსირებულა. ლიგა 1-ის "ევიანმა" ლიგა 2-ის ბინადარ "ლე ავრს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო. მასპინძელთა მხრიდან გაიბრწყინა კევინ ბერიგოდმა, რომელმაც დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი საბერ ხელიფამ გაიტანა.
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი
სოშო-ტრუა 1:2
გოლები: 0:1 ბაებეკი (10), 0:2 ფოსურიე (89), 1:2 ბუდებუზი (90-პენ).
ევიანი-ლე ავრი 3:1
გოლები: 1:0 ბერიგოდი (25), 2:0 ბერიგოდი (49), 2:1 ი. რივიერი (81), 3:1 ხელიფა (90).
სტ. ეტიენი-ლილი 3:2
გოლები: 0:1 ბაშა (33), 1:1 შეჯუ (44-საკ. კარში), 2:1 ობამეიანი (50), 3:1 ბრანდაო (75), 3:2 კალუ (82).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიგა 1. სტატისტიკური შეჯამება: არმანის 400