ქარიმ ბენზემას სიჩქარის გადაჭარბებისთვის ციხე ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო დროს "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ საფეხბურთო თვალსაზრისით მოუკლო, სამაგიეროდ, მან გზებზე სიჩქარეს უმატა.

სამშაბათს მადრიდში პროცესი უნდა გამართულიყო ქარიმ ბენზემას საქმეზე, მაგრამ ის კლასიკოს გამო გადაიდო - ფრანგს კრიმინალური არაფერი ჩაუდენია, უბრალოდ, რადარებმა გზატკეცილზე მისი ავტომანქანა არნახული სიჩქარით მქროლავი დააფიქსირეს. მ-40 ტრასაზე ნებადართულია 100 კმ/სთ სიჩქარით მგზავრობა, ბენზემამ კი 216 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

ეს ამბავი 3 თებერვალს მოხდა, ქარიმი "აუდით" ჯირითობდა - წერს ესპანური გაზეთი "ელ პაისი".

როგორი ჯარიმა ელის ბენზემას? ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აღნიშნული დარღვევა 3-6 თვით
ციხეს ითვალისწინებს, მაგრამ ბენზემა სიჩქარის გადაჭარბებისთვის პირველად გამოიჭირეს და მას ციხე არ უნდა დაემუქროს. ფრანგს შეიძლება მართვის მოწმობა ჩამოართვან 1-4 წლით და ასევე დაუწესონ ჯარიმა, რომელმაც ყველაზე მძიმე შემთხვევაში, შეიძლება 15 ათას ევრომდეც კი მიაღწიოს.

VideoSportall.Ge
ქარიმ ბენზემას სიჩქარის გადაჭარბებისთვის შესაძლოა ციხე დაემუქროს


ასევე იხილეთ:
ფრანგ გულშემატკივრებს ნაკრებში ქარიმ ბენზემა არ სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული