სათასო მატჩის გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და "პარი სენ ჟერმენი" 1/4-ფინალში გაიყვანა. შვედმა საკადრისი პასუხი გასცა ჯოი ბარტონს, რომელმაც იბრასთან
სხვა შეხვედრებს რაც შეეხება: სამივე მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა, უბრალოდ "ბორდოს" და "ნანსის" საკმაოდ გაუჭირდათ. ეს განსაკუთრებით ჟირონდელებზე ითქმის – "ბორდომ" მე-4 დივიზიონის "რაონ ლეტაპის" მხოლოდ პენალტების სერიაში სძლია, თანაც გიომ ჟიოს გუნდი დამატებით დროში მარცხდებოდა და წაგებას შეიკ დიაბეტეს ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის წყალობით გადაურჩა.
ლიგა 1-ის აუტსაიდერმა "ნანსიმ" კი "მინიეტ ვენისიოს" დამატებით დროში, მუკანჯოს და აიასეს გოლებით მოუგო. ასე რომ, "სტად ბორდელეის" გავარდნის შემდეგ თასი "მინიეტ ვენისიომაც" დატოვა.
"ლორიანმა" "ბრესტს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და განსაკუთრებული პრობლემის გარეშე მოიგო. დუბლი შეასრულა ჟერემი ალიადიერმა, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია – "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბოლო 6 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის თასი. 1/8-ფინალი
ლორიანი-ბრესტი 3:0
გოლები: 1:0 ეკულე მანგა (64), 2:0 ალიადიერი (70), 3:0 ალიადიერი (90).
რაონ ლეტაპი-ბორდო 2:2 პენ. 3:5
გოლები: 0:1 ობრანიაკი (58), 1:1 ჯე (64), 2:1 ა კეიტა (98), 2:2 დიაბატე (113-პენ).
ვენისიო-ნანსი 0:2 დ.დ.
გოლები: 0:1 მუკანჯო (107), 0:2 აიასე (120).
პსჟ-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (35), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (64-პენ).