დიეგო მარადონა საფრანგეთის ჩემპიონის მწვრთნელი ხდება

AutoSharing Option
გარკვეული პაუზის შემდეგ არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა დიეგო არმანდო მარადონა ისევ გამოჩნდა საფეხბურთო სამყაროში – ის ჯერ ნეაპოლში ჩავიდა, სადაც თქვა, რომ "ნაპოლის" მწვრთნელობაზე უარს არ იტყოდა, შემდეგ მადრიდში კლასიკოს დაესწრო. ამის შემდეგ "მარკასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უარს "ბარსელონას" მწვრთნელობაზე არ იტყოდა.

საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ არგენტინელმა თავი, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონის თავკაცად ამოჰყოს. ყოველ შემთხვევაში, მისი აგენტი აცხადებს, რომ 75%-ია იმის შანსი, რომ დიეგომ "მონპელიე" ჩაიბაროს.

დიეგოს წარმომადგენელმა იუსეფ ჰაიჯუბმა განაცხადა, რომ მარადონამ შეიძლება ზაფხულში "მონპელიე" ჩაიბაროს. გუნდის მწვრთნელი
რენე ჟირარი
სეზონის ბოლოს მიდის "მონპელიედან". "ახლა ამის შანსი 75%–ია. თავად მარადონას სურს "მონპელიეში" წასვლა. არა მგონია, რაიმე პრობლემა შეგვხვდეს მომავალში. ამ ხელშეკრულებასთან ერთად დაიდება სასპონსორო ხელშეკრულება და დამტკიცდება ბიუჯეტი. დიეგო მებრძოლია და მას კიდევ სურს სამწვრთნელო ასპარეზზე წარმატების მიღწევა".

ასევე იხილეთ:
დიეგო მარადონა "ბარსელონას" და ლეო მესის მწვრთნელობაზე ოცნებობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული