შეგახსენებთ, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში შეკრებაზეა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც პარიზში 22 მარტს გაიმართება.
აი, რა განუცხადა ბენზემამ RMC-ს ინტერვიუში:
"ჰიმნს არასოდეს ვიმღერებ. ვიმეორებ, ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს, ვიმღერო "მარსელიოზა", გამორიცხულია.
ფანების ვერც ერთი დაჯგუფება ამას ვერ ეღირსება ჩემგან. უბრალოდ, არ ვმღერი და მორჩა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ზიდანიც არ მღეროდა ხში
სხვათა შორის, ფრანგული პრესა უფრო იმის გამო აკრიტიკებს "რეალის" ფორვარდს, რომ ნაკრებში 839 წუთია, გოლი არ გაუტანია.
ცნობისთვის, ბენზემა რომ სერბი იყოს, ჰიმნზე უარისთვის ნაკრებიდან გაძევება დაემუქრებოდა - სერბეთის ნაკრების თავკაცმა სინიშა მიხაილოვიჩმა სწორედ ამის გამო "ფიორენტინას" ფორვარდი ადემ ლიაიჩი ნაკრებიდან გარიცხა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჰიმნის დროს ასრულებენ "მარსელიოზას" (მარსელური) - საფრანგეთის რევოლუციის სიმღერას, რომელიც 1792 წელს რუჟ დე ლილმა შექმნა.
ასევე იხილეთ:
სერბი ფეხბურთელი ნაკრებიდან ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო მოკვეთეს